logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მიშას მსგავსი პერსონაჟი, მსგავსი უტიფარი ტიპი უბრალოდ არავის დაუხატავს, არც შექსპირს, არც პოლიკარპეს...
- +

27 აგვისტო. 2019. 02:06

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„მე ვერ ვიგონებ და იქნებ ვინმემ გაიხსენოს მსოფლიო ლიტერატურაში მიშას მსგავსი პერსონაჟი, მსგავსი უტიფარი ტიპი უბრალოდ არავის დაუხატავს, არც შექსპირს, არც პოლიკარპეს - ყვარყვარე სად მოვა ამასთან. თუ მაინცდამაინც, საღებავში რომ მელა ჩავარდა, იმას ჰგავს, მაგრამ ის მელაკუდა ამასთან შედარებით წვრილმანი თაღლითია, ამან კი არც აცია, არც აცხელა და მაინცდამაინც ციხეებს მიახტა, არ გვჭირდებაო. ამასაც მოვესწარით და ვისმენთ, სააკაშვილი ციხეების წინააღმდეგ რომ ილაშქრებს!

 

ასეთი შთამბეჭდავი და გაბედული უნამუსობა, გებელსს დატოვებდა პირღიას. ვერაფერს იტყვი, პადონოკ ვისოკოგო პალიოტა.

 

P.S. წესით, მისი შემდეგი ინიციატივა მოქალაქეთა ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების აკრძალვა უნდა იყოს!“, - წერს ხოფერია.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner