logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ ვინ და დიდმა ბრიტანეთმა თუ არა, კრიმინალისა და პოლიტიკური დევნის გარჩევა, აბა, ვინ იცის?
- +

27 აგვისტო. 2019. 19:35

 

 

„ვინ ვინ და დიდმა ბრიტანეთმა თუ არა, კრიმინალისა და პოლიტიკური დევნის გარჩევა, აბა, ვინ იცის?“ - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ხაზარაძე-ჯაფარიძის დღევანდელ ერთობლივ ბრიფინგს ეხმაურება.

 

„ბატონებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს მეტად საინტერესო ინფორმაცია შესთავაზეს საზოგადოებას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ინფორმაციამ იმთავითვე გააჩინა სერიოზული კითხვები:

 

  1. ვინ ვინ და დიდმა ბრიტანეთმა თუ არა, კრიმინალისა და პოლიტიკური დევნის გარჩევა, აბა, ვინ იცის? მარტო ამ ქვეყნის მიერ შეფარებული პოლიტიკური დევნილების რაოდენობა რად ღირს... 2. საყურადღებო და მრავლისმეტყველია, რომ, როდესაც დიდი ბრიტანეთის შესაბამისი სპეცსამსახურები დაინტერესდებიან შენი საქმიანობით, მგონი, მათი მრავალსაუკუნოვანი პროფესიული საქმიანობის კომპეტენცია, ეჭვს არ უნდა იწვევდეს და ბოლოს, 3. კარგი იქნება თუ ზემოაღნიშნული ბატონები მეგობრებითა და საძმოებით არ შეეცდებიან საზოგადოების შეშინებას (როგორც წესი, პოლიტიკურ საქმიანობას ასე არ იწყებენ!), ან უბრალოდ დაასახელონ ეს მეგობრები...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ მათი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის. ჯაფარიძის შეფასებით, ამის მიზანია, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner