logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე მამუკა ხაზარაძეს: არ მეშინიაო რომ იძახი, ძალიან გეშინია იმიტომ, რომ იცი, ვეღარ „დაალაგებ თემებს“ ისე, როგორც „ალაგებდი“
- +

27 აგვისტო. 2019. 21:03

 

 

„არ მეშინიაო რომ იძახი, ძალიან გეშინია იმიტომ, რომ იცი, ვეღარ „დაალაგებ თემებს“ ისე, როგორც „ალაგებდი“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობას ეხმაურება.

 

„ვნახე ხაზარაძის „პოლიტიკური“ ამბიციების გადმოფრქვევა და სამ ნიუანსს მივაქციე ყურადღება:

 

  1. მან ჯერ შეუქმნელი „პოლიტიკური ძალის“ ლიდერობის „პონტში“, ეგრევე „უმაღლეს ლიგაში“ დააპირა თამაში და დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია (არადა მანამდე „იმედმა“ შესთავაზა ცქიტიშვილთან პირდაპირ ეთერში დაჯდომა და უარი თქვა). შე ჩემის მრავალპროცენტიანო, ან ჩემპიონთა ლიგის მატჩები არ გინახავს, ან შენი ბანკის დებულება არ გაქვს წაკითხული? ეგრევე ფინალში ვინ გათამაშებს, ან მილიონიან კრედიტს ვინ მოგცემს, თუ საბანკო ისტორია საერთოდ არ გაგაჩნია? 2. ანაკლიას ავაშენებ და ავაშენებო დაიწყე შენება და გაზეთის ქუდსაც გაგიკეთებ, კაი ლაფათკასაც დაგაჭერინებ და სელფი მაინც გადაიღე, აბა მეტის გამკეთებელი ნამდვილად არ ხარ (ისე დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვობაში კოსმონავტობაც გენდომებოდა) 3. არ მეშინიაო რომ იძახი – აი, მანდ დაგერხა. გეშინია ცქნაფა, გეშინია. თან ძალიან გეშინია იმიტომ, რომ იცი – ვეღარ „დაალაგებ თემებს“ ისე, როგორც „ალაგებდი“. ამის გეშინია და ყბაც მაგიტომ გიკანკალებს. არ ვიცი ფილმი „ფეოლა" გაქვს თუ არა ნანახი, მაგრამ იმ ფილმის ერთ ფრაზას ჩემი ინტერპრეტაციით გეტყვი – წადი, მოშორდი, დაახვიე აქედან და ბერძენიშვილებს სანერწვე ჯირკვლებს ტყუილად ნუ უღიზიანებ, თორემ ერთ „მშვენიერ“ დღეს ყველა ვირთხა, ვინც შენს ფულებს უყურებს, შემოგიბრუნდება და... წადი და შეეშვი იმას, რაც ნამდვილად არ არის შენი საქმე“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner