logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: მამუკა ბახტაძემ, ჯერ კიდევ ფინანსა მინისტრობის პერიოდიდან, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური რეფორმები წამოიწყო
- +

2 სექტემბერი. 2019. 20:34

 

„მამუკა ბახტაძე თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსია, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო სკამი ან/და რაიმე ტიპის თანამდებობა მეორეხარისხოვანია“, - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ბახტაძეს გააჩნია ინიციატივები და ხედვები, რაც პოლიტიკოსის შესაფასებლად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

 

„მინდა, წარმატებები ვუსურვო მამუკა ბახტაძეს. ჯერ კიდევ ფინანსა მინისტრობის პერიოდიდან, მან საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური რეფორმები წამოიწყო. რაც მთავარია, მას გააჩნია კონკრეტული ხედვები და ინიციატივები, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია პოლიტიკოსის შესაფასებლად. ვფიქრობ, მამუკა ბახტაძე არის თანამედროვე ტიპის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო სკამი ან/და რაიმე ტიპის თანამდებობა მეორეხარისხოვანია. დარწმუნებული ვარ, ის, როგორც ახალგაზრდა და ენერგიული პროფესიონალი მის მომავალ ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებული იქნება“, - წერს ანდრია გვიდიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner