logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: დონალდ ტრამპი საქართველოში ახალ ელჩს აგზავნის, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება
- +

4 სექტემბერი. 2019. 11:22

 

„საინტერესოდ იწყება შემოდგომა. ორშაბათიდან ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება - გიორგი გახარია“, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება.

 

„საინტერესოდ იწყება შემოდგომა. ორშაბათიდან ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება - გიორგი გახარია. ხანგრძლივი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი დონალდ ტრამპი საქართველოში ახალ ელჩს, მაღალი რანგის კარიერულ დიპლომატს აგზავნის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი ელჩია, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოში აგზავნის.

 

ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კიდევ უფრო ინტენსიური, საქმიანი და სიღრმისეული გახდება, ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, მრუდე სარკეში წარმოაჩინონ მდგომარეობა.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner