logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „ექვსკაცა“ „ნაც.მოს“ სექტა ფრაქციამ საკმაოდ იაფფასიანი შაპიტო მოაწყო პარლამენტში...
- +

7 სექტემბერი. 2019. 02:02

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შვიდკაცამ“, უფრო კონკრეტულად „ექვსკაცა“ „ნაც.მოს“ სექტა ფრაქციამ (სამაჯურიანი ნიკანორი) საკმაოდ იაფფასიანი შაპიტო მოაწყო პარლამენტში. ჯერ ბოიკოტს უცხადებდნენ გახარიას მთავრობის ფრაქციის სხდომაზე მიწვევას, მერე გადაიფიქრეს და მიიწვიეს დასამტკიცებელი მთავრობა, მერე ვიდეო-რგოლი ჩართეს „გახარიას უხარია“, შემდეგ „ექვსკაცას“ წევრებმა სცადეს ისტერიული პერფომანსი, ვერ გაქაჩეს.

 

მივიდა გახარია ტრიბუნასთან და უთხრა: „მოდელირებული რეალობით, სიცრუის ტირაჟირებით ვერაფერს იზამთ, მე თქვენ დაგასრულებთ და თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა“. – ვერ გაუძლეს ს.სამადაშვილმა და ელკოპუნა გოცირიძემ, სხდომა დახურეს და გარეთ გაიქცნენ „შვიშტოკიან“, „მასშტაბურ“ საპროტესტო აქციაზე.

 

მეტი სიმართლის თქმას ველი გახარიასგან ფეიკნიუსერ პოლიტიკანებზე…“, – წერს აბაშიძე.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშვებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრება მოითხოვეს. მათი თქმით, საშვი დაშვებული იყო, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას მათ არ აძლევდნენ. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner