logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: „ნაციონალებმა“ და „ევროსაქებმა“ ერთდროულად მოინდომეს ბოიკოტის რეჟიმიდან პარლამენტში გადანაცვლება
- +

7 სექტემბერი. 2019. 10:34

 

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, რეალურად კი ერთი მთელის ორი ქვეგანაყოფი, კვლავ ცდილობენ მათთვის დამახასიათებელი ტყუილის ფართო ტირაჟირებით მოსახლეობა სიცრუეში ამყოფონ. რაც ყველაზე მთავარია, მათ როგორც ჩანს მეთოდები დაუძველდათ, ხოლო ეს სხდომა იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოთ გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, ხოლო ევროპული საქართველო კიდევ უფრო მეტ დესტრუქციაზე გადავიდა და მიკროფონს უთიშავდა პრემიერობის კანდიდატს“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ოპოზიციური მთელი ნარატივი ხელისუფლების ბრალდებებზე, გაკოტრებულია,

 

„ოპოზიციამ პირწმინდად წააგო დებატები, როდესაც პრემიერობის კანდიდატს, პასუხის გაცემას არ აცდი და მიკროფონს უთიშავ სხვა არაფერზე არ მეტყველებს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა „ნაციონალებმა“ და „ევროსაქებმა“ ერთდროულად მოინდომეს ბოიკოტის რეჟიმიდან პარლამენტში გადანაცვლება და მათთვის დამახასიათებელი უტიფრობით მორიგი სპექტაკლის დადგმა.

 

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, რეალურად კი ერთი მთელის ორი ქვეგანაყოფი, კვლავ ცდილობენ მათთვის დამახასიათებელი ტყუილის ფართო ტირაჟირებით მოსახლეობა სიცრუეში ამყოფონ. რაც ყველაზე მთავარია, მათ როგორც ჩანს მეთოდები დაუძველდათ, ხოლო ეს სხდომა იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოთ გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, ხოლო ევროპული საქართველო კიდევ უფრო მეტ დესტრუქციაზე გადავიდა და მიკროფონს უთიშავდა პრემიერობის კანდიდატს. როგორც ჩანს, მათთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ირმა ნადირაშვილის პირდაპირ მხილება სიცრუეში, როდესაც გახარიამ მას გადასცა რეზინის ტყვია, რომელსაც აწერია, რომ არ არის ლეტალური, რაზეც მთელი ამ ხნის მანძილზე მუდმივად ახდენდნენ აჟიტირებას. ისე ოპოზიციის მხრიდან ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მთელი მათი რიტორიკა ხომ ვითომდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ყალბ პათოსზეა აგებული“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 

ექსპერტი ხაზარაძის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხაზარაძის ადვოკატს მორიგი სკანდალის აგორება სურდა, თუმცა გიორგი გახარიამ აქაც მოიგო, როცა მათ ირონიულად უპასუხა.

 

„დღევანდელი დღე იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ხაზარაძის ადვოკატმა გადაწყვიტა ზუსტად დღეს, იმავე დროს, როცა გახარიას პარლამენტში გამოსვლა იწყებოდა, გაეცოცხლებინა 6 თვის წინანდელი თემა ვითომდა მუქარის ცნობილ და დღემდე თვალით ჯერ არავისთვის არ ნახულ წერილზე. როგორც ჩანს, შესაფერისი დროის დაჭერით მორიგი სკანდალის აგორება, სურდათ. მაგრამ, გახარიამ აქაც მოიგო იმით, როცა ირონიულად უპასუხა, რომ თუ ეს ასეა ექსპერტიზის პასუხი პლენარული სხდომის კენჭისყრისთვის დაემთხვიათ. ამ ფაქტითაც დადასტურდა, რომ ხაზარაძის მხრიდან ეს იყო, მორიგი პოლიტიკური ბლეფი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დღეს ცხადად გამოჩნდა, რომ ოპოზიციური მთელი ნარატივი ხელისუფლების ბრალდებებზე, გაკოტრებულია, რადგან

 

ეს იყო პრაქტიკულად პირველი შემთხვევა როდესაც ოპოზიციამ პირწმინდად წააგო დებატები, როდესაც პრემიერობის კანდიდატს, პასუხის გაცემას არ აცდი და მიკროფონს უთიშავ სხვა არაფერზე არ მეტყველებს“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner