logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: დღეს გეგა 55 წლის გახდებოდა...
- +

6 ივნისი. 2016. 04:12


ჟურნალისტი ირაკლი შონია გეგა კობახიძეს იხსენებს, რომელსაც 6 ივნისს 55 წელი შეუსრულდებოდა.


„დღეს გეგა 55 წლის გახდებოდა. ის 1961 წლის 6 ივნის დაიბადა..."- წერს შონია.



„თვითმფრინავის ბიჭები" - ასე ეწოდათ ბიჭებს, რომლებმაც 1984 წელს სცადეს თვითმფრინავის გატაცებით თავი დაეღწიათ იმ ბოროტი საბჭოთა რეჟიმისგან, რომელმაც, საბოლოოდ შეიწირა კიდეც მათი სიცოცხლე. ერთ-ერთი მათგანი გეგა კობახიძე იყო. ის 1961 წლის 6 ივნისს დაიბადა და ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ერთადერთი ვაჟი იყო.


უყვარდა კინო, თეატრი, ხატვა, მუდმივად მეგობრების გარემოცვაში ყოფნა. სულ პატარამ სახლში მინი თეატრი მოაწყო და მას, რატომღაც, „სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრი" უწოდა. ხატვაც ადრე დაუწყია, მაგრამ სამხატვრო განათლება ვერ მიიღო იმ მიზეზით, რომ ოჯახს არ შეეძლო მისთვის ძვირად ღირებული ფუნჯები, საღებავები და ტილოები შეეძინა, ამიტომ მეგობრების მიერ ნაჩუქარი მასალით ხატავდა. ცოტა რთული, თავისებური, მაგრამ, ამავე დროს, დამყოლი გეგა კინოში 5 წლის ასაკში მოხვდა. პირველად ნანა მჭედლიძემ გადაიღო ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება". შემდეგ იყო „ლაზარე" და სხვა როლები. ბოლოს კი თორნიკეს დაუსრულებელი სახე თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება". სკოლის დამთავრების შემდეგ გეგა თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვერ მოეწყო და დედამ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სცენის მუშად წაიყვანა, სადაც ერთი წელი დაჰყო. მეორე წელს კი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია მაინცდამაინც არ იზიდავდა, ვინაიდან კინემატოგრაფიაში უფრო მეტად იყო გათვითცნობიერებული. წერდა არაჩვეულებრივ სცენარებს, იღებდა პატარ-პატარა სიუჟეტებს, აკეთებდა მონტაჟებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×