„როდესაც გამოწვევაა ფსევდო-ლიბერალობა და ყალბი ფასეულობების დამკვიდრების მცდელობა, ძლიერი კაბინეტი გჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოს გია აბაშიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილს ეხმიანება.
„ევრონაცი პარლამენტარი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზუსტად იმეორებს რა ერთ-ერთი აქაური მედია-გამოცემის სარედაქციო წერილის ტერმინებს, აცხადებს: „გახარაია-გომელაური-ღარიბაშვილით ივანიშვილმა ჩამოაყალიბა სამხედრო კაბინეტი, რათა გააგრძელოს საქართველოსთვის რუსეთის გუბერნიის დამკვიდრება“. მართალია, როდესაც გამოწვევაა ფსევდო-ლიბერალობა და ყალბი ფასეულობების დამკვიდრების მცდელობა, ძლიერი კაბინეტი გჭირდება. პრეზიდენტი ტრამპიც მასე არაა? გადავხედოთ მის კაბინეტს - სახელმწიფო მდივანი პომპეო [CIA], ადმინისტრაციის აპარატის ამასწინდელი უფროსი, თადარიგის გენერალი კელი და სხვ“, - წერს გია აბაშიძე.