logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გიგა ბოკერია და გიორგი მაისურაძე იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც...
- +

11 სექტემბერი. 2019. 02:04

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1992 წლის თებერვალია! უნივერსიტეტში ავედი! მცირე მიტინგს ვაპირებთ! ბაღში ვართ, შიგნით! გაჩერებასთან 3 ე.წ. სამხედრო კოლხოზნიკი გაჩერდა, იქიდან სისხლსმოწყურებული მხედრიონელები გადმოვიდნენ! „აი ესენი, ესენი არიან ზვიადისტები, დროზე დაიჭირეთ, გაგასწრებენ, გაიქცევიან“ - გაყვიროდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ახალგაზრდა და ჩვენკენ თითით ანიშნებდა! მხედრიონელებმა რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს და ჩვენკენ გამოიქცნენ! თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით, ზოოპარკში ჩავირბინეთ და გმირთა მოედანზე გავარდით. უკან სროლის ხმა არ წყდებოდა. 4-5 კაცმა გამოვასწარით. დანარჩენები დაიჭირეს! სადარბაზო-სადარბაზო ვიარე სახლამდე! დაახლოებით 1 საათში კარებზე ზარია, ისმის ჩახლეჩილი ხმა - „სამხედრო საბჭოდან ვართ, კარი გააღეთ თორემ ავაფეთქებთ“, დედამ კარი გააღო, დაახლოებით 15 შეიარაღებული კაცი შემოვარდა. დამაპატიმრეს... დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, მაშინ პირველად (იმედია უკანასკნელად) გამოვცადე ჩემს თავზე ე.წ. გუსარსკაია რულეტკა! როგორც შემდეგ გავიგე უნივერსიტეტში დაპატიმრებული სხვა სტუდენტები საშინლად უწამებიათ!

 

რატომ გავიხსენე ეს ისტორია...

 

მინდა, წლების შემდეგ გითხრათ - ის ახალგაზრდები, რომლებიც უნივერსიტეტის ბაღში გამხეცებულ მხედრიონელებს თითით აჩვენებდნენ და აჭერინებდნენ ე.წ. ზვიადისტ სტუდენტებს იცით ვინ იყვნენ? გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და გიორგი მაისურაძე! დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner