logo_geo
eng_logo
„ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ - ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელი“
- +

11 სექტემბერი. 2019. 20:03

 

„ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ. მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებას ეხმიანება. 

 

„სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იციან, რომ არსებობს ინტერნეტხუმრობა, რომელიც იწყება სიტყვებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს... შემდეგ კი ამას ყოველდღიური ბანალური ჭეშმარიტება მოჰყვება. ჰოდა ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ. მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner