logo_geo
eng_logo
„გვარამიამ ოქუაშვილი დაიკიდა, არადა, მის ტელევიზიას აზის“
- +

18 სექტემბერი. 2019. 13:48

 

„ოქუაშვილი არავის არ აინტერესებს, არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ მის ქონებას და ბოლოს ისე მოსვრიან, როგორც თავად მოგვისროლა ის გუნდი, რომელმაც ტელევიზია გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნეტა, ამ ფაქტზე ზაზა ოქუაშვილი რას ფიქრობს? ხაზარაძე ჰყავდა გვარამიას სტუმრად და ოქუაშვილს მატყუარა ეძახა, ჩემს ბანკს უკანონო არაფერი გაუკეთებია და იტყუებაო. ერთი სიტყვა არ დასცდენია გვარამიას ოქუაშვილის დასაცავად, არადა, აზის მის ტელევიზიას, მის ქონებას და თავის საქმეს იკეთებს. აზრადაც არ მოსვლია, ზრდილობის გამო მაინც შეპასუხებოდა. ძალიან მარტივია პასუხი“, - წერს ვახო ხუზმიაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner