logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: ოპოზიციამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც პრეტენზია აქვს პრო-ევროპულობაზე, მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს
- +

18 სექტემბერი. 2019. 20:10

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი როგორც, სავალდებულო კომიტეტი სავარაუდოდ მომავალ კვირაში განვიხილავთ დადგენილებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი პოზიცია პროექტთან დაკავშირებით.

 

უმრავლესობას აქვს უფლება და მანდატი დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამა თუ იმ რეზოლუციის თუ დადგენილების პროექტს.

 

იმის გამო, რომ უმრავლესობის ძალიან სწორი და გამართლებული პოზიციაა - არ აყვეს ოპოზიციის პროვოკაციას და ასევე აქვს თანმიმდევრული და სწორი საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც პრეტენზია აქვს (თუმცა ვერ ამართლებს) პრო-ევროპულობაზე, მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს.

 

უფრო მეტიც, წარსულს უნდა ჩააბაროს ჩაგვრა, შეურაცხოფა და მუქარები, რადგან აღარავინ იჩაგრება და კომიკური ხდება მათი საქციელი.

 

შინაარს რაც შეეხება - ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული დადგენილება პოტენციურად ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთის მხრიდან. ეს მარტივად რომ ვთქვათ, გამოიწვევს ათასობით ადამიანისთვის ეკონომიკურ ზარალს. მართალია, ჩვენი ამოცანაა შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ასეც ვაკეთებთ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დრო და უფრო მაღალი სტანდარტის პროდუქტის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ძალიან მრავალფეროვან და ძალიან მაღალი სტანდარტის პროდუქციას.

 

ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ყველა აზრიანი ადამიანი, არა პოპულისტი, ხედავს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია.

 

ამიტომ, ოპოზიციას, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოპულიზმის და დესტრუქციის გარდა არაფერი ამოძრავებს, საგნობრივ მსჯელობაში არასდროს მოგვყვებიან;

 

17 წლიანი პოლიტიკური გამოცდილების ფონზე მაინც იმ ხაზს მიყვებიან „my way is the only way“, რამაც და სხვა ბევრმა უგუნურმა საქციელმა რეალურად დააკარგვინა მოსახლეობის ნდობა. ძალიან კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ მათ პრო-ევროპულობა არ დაიბრალონ, მათი პრო-ევროპულობის ძახილიც ძალიან კომიკურია. რჩევებს არ მივცემ, მათ თავისი გზა აქვთ არჩეული.

 

P.S. ცხადია, აქ აღარ ვწერ, უკვე ბევრჯერ ჩვენგან გაგებულ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი ამოცანაა საქართველოში იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, იმისთვის, რომ ბევრი ისეთი პროექტი განხორციელდეს, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ზუსტად ეს არის ქვეყნის პროგრესიც და მომავალიც“, - წერს ქაცარავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner