logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ეს გახლავთ ისტორიული საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს
- +

19 სექტემბერი. 2019. 15:20

 

„ეს გახლავთ ისტორიული საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის განვითარების ტოლფასია.

 

„ეს გახლავთ ისტორიული საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. განათლება ჩვენი მომავალია, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია კი ქვეყნის განვითარების ტოლფასია. დიდი მადლობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ უნიკალური პროექტისათვის და შესაძლებლობებისთვის, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი მოუტანს ჩვენს მომავალ თაობას“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner