logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: სიმბოლურია ქუთაისთან ახლოს, იქ სადაც ოდესღაც ყველაზე ძლიერი ქართული აკადემია მოქმედებდა ამ უნივერსიტეტის ამოქმედება
- +

20 სექტემბერი. 2019. 14:05

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„თეთრი შურით შემშურდა და კიდე უფრო გული დამწყდა, რომ ახალგაზრდა არა ვარ, რომ ვიყო ამ უნივერსიტეტში ნამდვილად ვისწავლიდი. აღმაშენებლის დაარსებულ გელათს მემატიანე „მეორე ათინას და სხვა იერუსალიმს“ უწოდებს, იმიტომ რომ სწავლა სინათლეა, მომავალია და განუზომელი პერსპექტივაა, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ინვესტიცია განათლებაში უნდა ჩადოს! ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს, რადგან ის რაც შენდება და მალე დასასრულს მიუახლოვდება, მხოლოდ საქართველოს მომავალს წაადგება, მხოლოდ ჩვენს ქვეყანას წასწევს წინ! აფერუმ ამ დიდი საქმისთვის, სიმბოლურია ქუთაისთან ახლოს, იქ სადაც ოდესღაც ყველაზე სახელოვანი და ძლიერი ქართული აკადემია მოქმედებდა ამ უნივერსიტეტის ამოქმედება! ჩემი თვალით რომ არ მენახა მშენებლობის მასშტაბები ამ გაქანებას არ დავიჯერებდი, თუმცა მშენებლობაზე უფრო მეტად შინაარსი მომწონს, აქ იქნება ამაჩქარებელი, აქ მიუნჰენის უნივერსიტეტის პროფესორები ასწავლიან ქიმიას, ბიოლოგიას, ფიზიკას, ამ ტერიტორიაზე იმოქმედებს საუნივერსიტეტო კლინიკა, სწავლა იქნება ინგლისურ ენაზე! აქ იქნება მსოფლიოში ყველაზე მწვანე კამპუსი, აქაურ სტუდენტებს ექნებათ ყველაზე კომფორტული საერთო საცხოვრებელი ინდივიდუალური აბაზანებითა და სამზარეულოებით, მეტი რაღა უნდა ჩვენს მომავალ თაობას, ახლა ახალგაზრდობას მხოლოდ სწავლა და ცოდნასთან ზიარება დარჩენია“, - წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner