logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ხაზარაძე ინგლისურ კომპანიად გვისაღებდა პრორუსულ ინვესტორებს და მეტიც...
- +

20 სექტემბერი. 2019. 18:21

 

„მამუკა ხაზარაძის სურს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ჩართოს ვითომდა ინგლისელი ინვესტორები, რომლებიც რეალურად, რუსეთში მოქმედი, პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ყაზახი ბიზნესმენები არიან“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტი „მაიკლ პომპეოს“ განცხადებასაც იხსენებს, სადაც პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ როცა ანაკლიის პორტის მშენებლობა დასრულდება, საქართველოს პოზიცია დაცული გახდებოდა რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან.

 

„მამუკა ხაზარაძის სურს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ჩართოს ვითომდა ინგლისელი ინვესტორები, რომლებიც რეალურად, რუსეთში მოქმედი, პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ყაზახი ბიზნესმენები არიან. მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, უცხოურ მედიაში არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს. ამასთანავე, ლოჯისტიკურ პროექტებთან მათი ძირითადი კავშირი, რუსეთში აეროპორტის წილების ფლობით შემოიფარგლება. „Meridian Capital Limited“-ი რუსეთში 15 აეროპორტს ფლობს. სულ ცოტა ხნის უკან, მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დასრულდება, რითიც საქართველოს პოზიცია დაცული გახდებოდა რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გავლენებისგან. ამის მიუხედავად კი ხაზარაძე კი ინგლისურ კომპანიად გვისაღებდა პრორუსულ ინვესტორებს და მეტიც პრეტენზიასაც კი უყენებდა სახელმწიფოს რატომ დაიწუნეთო. ამიტომაც, სკანდალებს და ანგაჟირებული, უსაფუძვლო განცხადებების კეთებას, ურჩევნია დროულად შეასრულოს ანაკლიის პროექტში მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner