logo_geo
eng_logo
რომან გოცირიძე: მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლიის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი
- +

22 სექტემბერი. 2019. 15:02

 

„ეს კომპანია არის ყაზახეთის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ნავთობდოლარების (შავი ფულის) ოფშორებში გატანის შედეგად წარმოქმნილი გაუმჭვირვალე სტრუქტურა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა დათანხმდეს ამ კორპორაციის მონაწილეობაზე „ანაკლიის კონსორციუმში“.

 

„მთავრობამ განაცხადა, რომ სწავლობს ანაკლიის პროექტში ყაზახური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო კორპორაცია „მერიდიანის“ მონაწილეობას. თუ ამ მასალას დავუჯერებთ, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოგვითხრობს, მსგავსი წარმომავლობის კომპანიის მონაწილეობა ანაკლიის კონსორციუმში არის სერიოზული რისკების შემცველი. ეს კომპანია არის ყაზახეთის ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ნავთობდოლარების (შავი ფულის) ოფშორებში გატანის შედეგად წარმოქმნილი გაუმჭვირვალე სტრუქტურა. მთავარი საფრთხე არის ანაკლიის აქტივების სამომავლოდ რუსეთისათვის მიყიდვა.

 

ამ კერძო კორპორაციის კაპიტალის თავდაპირველი (შეიძლება ამჟამინდელიც) წყარო არის ყაზახური „კაზმუნაიგაზი“, სერიოზული კავშირებით რუსეთთან. მისმა შვილობილმა კომპანიამ, „ყაზტრანსგაზმა“ თბილისის გაზის გამანაწილებელი სისტემა „ყაზტრანსგაზთბილისი“ იყიდა და მერე გაკოტრების პირას მიიყვანა.

 

ჩემი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ მთავრობა დათანხმდეს ამ კორპორაციის მონაწილეობაზე „ანაკლიის კონსორციუმში“.

 

ამ კომპანიის მესაკუთრეებთან დაკავშირებულია საქართველოში ყაზახური ბიზნესით შექმნილი სტრუქტურების ქართველი მეწილეები. ანაკლიას სჭირდება სუფთა ფული და დასავლური ზურგი“, - წერს რომან გოცირიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner