logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ირმა ნადირაშვილი „ქურდულს აწვება“?
- +

23 სექტემბერი. 2019. 14:58

 

„საოცარ სტანდარტს ამკვიდრებს ირმა ნადირაშვილი - ჯერ დააბრალებ ადამიანს, რაც გაწყობს, ხოლო პროკურატურას წყაროს არ დაუსახელებ“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი სოსო მანჯავიძე.

 

„საოცარ სტანდარტს ამკვიდრებს „ევროპული საქართველო“ და მისი ვარსკვლავი, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი. ჯერ დააბრალებ ადამიანს, რაც გაწყობს, შემდეგ ამას საკუთარი მედიაქსელით საზოგადოებას თავს მოახვევ, როგორც ფაქტს და პროკურატურას ეტყვი, რომ წყაროს ვერ დაასახელებ, ანუ „ქურდულს აწვები“, რადგან პროკურატურაში წყაროს დასახელება, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, „ბოზურია“ და ეს ხალხი თავს ქურდული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლად ასაღებს. სინამდვილეში პოლიტიკური იმუნიტეტი აქვთ შექმნილი და ერთგვარი ქურდული „პოლოჟენიე“ აქვთ ქვეყანაში ხელშეუხებლობის გარანტიებით. ამისთვის კი ეს წყაროები და ჩიტები მოხერხებული ინსტრუმენტია. დამეთანხმებით, ალბათ, ეს ძალიან მავნე პრაქტიკაა და კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, სიტუაციას, რომელიც ქალბატონი პრეზიდენტის მოქმედებებმა სწორ ადგილზე დაძაბა. რას იზამ, არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემის შესაქმნელად წანამძღვრები არ სჭირდებათ. ისინი თვითონ ქმნიან პრობლემებს. არის ამაში თავისი ხიბლი, თუმცა, ძვირი ჯდება ხოლმე“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner