logo_geo
eng_logo
ნიკა მელია: ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული
- +

24 სექტემბერი. 2019. 14:45

 

„ძალიან სასიამოვნოა, რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული“, - „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში გოცირიძე-ბოკერიას დაპირისპირებას ეხმაურება.

 

„ახლა ვუყურე გოცირიძე vs ბოკერია.

 

აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იყო ბოკერია ასეთი აგრესიული.

 

მოკლედ, გადაცემის ყურებისას საკუთარ თავს გამოვუტყდი - ძალიან სასიამოვნოა რომ აგრესიული ბოკერია აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული“, - წერს ნიკა მელია.

 

ბოკერია და გოცირიძე „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

რომან გოცირიძე: გიგა ბოკერიას მცდელობა არის ახლა და თუნდაც 1 წლის შემდეგ ტოლობის ნიშანი დასვას „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. არ არის ეს, არა! ეს ხომ არასერიოზულია?!

 

გიგა ბოკერია: არ მოგვწონხართ, ცუდად იქცევით! პოპულიზმში ეჯიბრებით ბიძინა ივანიშვილს, სულელური განცხადებებით ეხმარებით მის პროპაგანდას!

 

რომან გოცირიძე: ხომ, მაგრამ არ შეიძლება თქვა, რომ თქვენ ირგვლივ ჩამოყალიბდება რაღაც ჯგუფი, რომელიც იქნება მთავარი...

 

ამასთანავე, გიგა ბოკერიამ განაცხადა:

 

„ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა, რომ „ევროპული საქართველოს“ გარშემო შეიქმნას კოალიცია და არა „ნაციონალური მოძრაობის“. სააკაშვილის პირობებში, ამ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, მისი ცენტრის გარშემო შექმნა უფრო რთული იქნება“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner