logo_geo
eng_logo
სერგო მეთოფიშვილი ლევან გოგიჩაიშვილს: სამწუხაროა, როდესაც ციხიდან გამოდის ადამიანი, რომელსაც „დაჭრილი დაზარალებული „ჯიბეში ჩაუდეს“
- +

25 სექტემბერი. 2019. 20:37

 

 

„სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ციხიდან გამოდის ადამიანი, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს, დაჭრილი დაზარალებული „ჯიბეში ჩაუდეს“, - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს მიმართავს.

 

„მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ქ-ნი თამარ ალანია არ გამინაწყენდება იმისათვის, რასაც ახლა მოგიყვებით, ვინაიდან მას არ უყვარს ამ ამბის გახსენება და ეს ბუნებრივიც არის, თუმცა ვფიქრობ, საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება.

 

ქ-ნი თამარ ალანიას ოჯახში პროფესიულ ტრადიციას მამის მამამ ჩაუყარა, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ბაბუის არჩევანი მამამაც გაიზიარა. მამა 1989 წელს ტრაგიკულად დაიღუპა... ციხიდან გამოსულმა ყოფილმა ბრალდებულმა (მხარემ) თავისივე სამუშაო ოთახში სასტიკად გაუსწორდა, კერძოდ, მიუვარდა და ვერაგულად მოკლა მოქმედი მოსამართლე (ქ-ნი თამარ ალანიას მამა) და კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე... მკვლელობა იმდენად საზარელი იყო, რომ მკვლელს საქართველოში არც ერთი ადვოკატი დამცველად არ დაუდგა და ადვოკატი მხოლოდ რუსეთში, ისიც სახაზინო წესით მოიძებნა.

 

აი, ასე სასტიკად უსწორდებოდნენ იმ დროს ყოფილი ბრალდებულები მოსამართლეებს... მე მახსოვს ის დრო... შემდეგ იყო ქვეყანაში არეულობა...შემდეგ ქვეყანა ნელ-ნელა დალაგდა... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება! ჩვენი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს! ყოფილი ბრალდებულები დღეს ვეღარ კლავენ მოსამართლეებს, თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთს, მოსამართლეების ტანჯვის სურვილი აქვს და ამისგან ძალიან დიდ სიამოვნებასაც ღებულობს... მაგალითად, პატივცემული დეპუტატი ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი.

 

სამარცხვინო და ვფიქრობ ამავდროულად ეს ძალიან საშიში ფაქტია, თუ რეაგირების გარეშე დარჩა.

 

P.S. როგორი პოლიტიკოსია ბ-ნი ლევან გოგიჩაიშვილი მე კარგად ვიცი, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ციხიდან გამოდის ადამიანი, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს, დაჭრილი დაზარალებული „ჯიბეში ჩაუდეს“ რათა გაესამართლებინათ, შემდეგ ეს ყოფილი ბრალდებული დეპუტატის მანტიას მოისხამს და დაიწყებს მოსამართლეების ტანჯვას, თანაც ამისაგან დიდ სიამოვნებას მიიღებს... ისე კი რიტორიკულ კითხვას დავსვამ: მაინტერესებს იმ ძველ, ბნელ და არეულ დროს რომ ყოფილიყო რას უზამდა მოსამართლეს ყოფილი ბრალდებული, „პოლიტპატიმარი“, პატივცემული დეპუტატი ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი? ისევე მხოლოდ დატანჯავდა თუ ...???“, - წერს სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner