logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მამუკა ხაზარაძე შეცდომას შეცდომაზე უშვებს
- +

25 სექტემბერი. 2019. 20:38

 

 

„მამუკა ხაზარაძე შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე კითხვით მიმართავს:

 

„1. თუ ვიღაცამ იძულებით დაათმობინა „თიბისის“ პრობლემური სესხების პაკეტი პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინ თქვას, რა იყო ეს იძულება? ანუ, იყო თუ არა რამე სახის მუქარა?

 

  1. თუ იყო მუქარა, ეს ნიშნავს, რომ ამ ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული და ამ დანაშაულს ხაზარაძე ფარავდა. რატომ არ წავიდა პროკურატურაში? ბანკის აქტივების იძულებით დათმობა, ქონების წართმევის ტოლფასია. ქიბარ ხალვაშმა სწორედ ესე მოიგო სასამართლო, სადაც ამტკიცებდა, რომ მას კი გადაუხადეს რაღაც ფული, მაგრამ იძულებით დაათმობინეს ქონება.

 

იგივე კითხვაა ბესელიასთან დეპუტატების ფარული კადრებით შანტაჟთან დაკავშირებით.

 

  1. ამ განცხადებების ფონზე, ვინ მისცემს მის პარტიას ხმას იმ ხალხიდან, ვისაც სესხი ჩამოეწერა?

 

  1. ბიძინაზე ამბობს, რომ პანამაში დარეგისტრირებული კომპანიიდან შემოაქვს ფულიო. მერე რა, საქართველოში ბევრი ესეთი ბიზნესია, შემიძლია უამრავი ჩამოვთვალო. თვითონ რატომ გვთავაზობს ბერმუდაზე დარეგისტრირებულ ყაზახურ-რუსულ კომპანიას ანაკლიის კონსორციუმში? მოკლედ, კომუნიკაციის ელემენტარული სტრატეგია პარტიაშიც და კონსორციუმშიც იოხტურ“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner