logo_geo
eng_logo
„გამიხარდებოდა, ვინმეს გავხსენებოდი“ - შინდისის ერთადერთი ცოცხალი გმირის სკანდალური მიმართვა
- +

29 სექტემბერი. 2019. 00:52

 

შინდისის ერთადერთი ცოცხალი გმირი უჩა გუგუჩია, რომელიც ფილმის შინდისი“ პრეზენტაციაზე არ მიიწვიეს, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან გთხოვთ შინდისზე ნურაფერს მკითხავთ და მაგ ფილმზე არაფერი ვიცი, მე არ მიყურებია და რატომღაც არც პრემიერაზეც მოუწვევივარ არავის. სამაგიეროდ, ისინი მოიწვიეს და ისხდნენ პირველ რიგებში, ვინც, როცა შინდისში ბაგაბუგი მიდიოდა და ბოლო მასრის გასროლამდე ვიბრძოდი ჩემს გმირ ძმებთან ერთად, წითელ ხიდთან იდგნენ, ზოგი კი სად.... ეგ არაფერია, არ მწყენია, მე მაინც არასოდეს და ვერასოდეს ვუყურებ მაგ ფილმს, უბრალოდ, გამიხარდებოდა, ვინმეს გავხსენებოდი... თუმცა, მოვა დრო და მე შევახსენებ ბარეორს ჩემს თავს და დედებსაც მოუხსენიებ „ლოპ ნა ლოპ“ და არა ზურგსუკან. მე კი მადლობას ვუხდი მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს. დანარჩენს შევხდები „ლოპ ნა ლოპ“ და არა ზურგული არაფერი ვიცი მე. იმედია, ნორმალური გამოვიდოდა რამე. ყოველ შემთხვევაში, ასე მინდა. მეტყვიან ალბათ მეგობრები, ვინც უყურებს. მე არ მინდა, რეკლამასაც ვერ ვუყურე ბოლომდე... მოვარიდებ თავს და სიმართლეს იბეჭდება წიგნი და სრულ ვერსიას აუცილებლად გაიგებს ყველა ფაქტებით და არგუმენტებით. დადგება ეს დღე მანამდე ვიზა თუ არ გამიხსნა მიქელამ, ვნახოთ, რა იქნება მანამდე... იმედია, დროზე ადრე არ გამიშვებენ გაღმა მარილზე, თუმცა, ვიყავი უკვე მანდაც, უკვე იქაური ვარ ამათ ხელიდან, თუმცა არ დავრჩი, მკიდია მიქელა და მისი დამქაშები, მე მაინც მოვბრუნდი, მე უკვე მკვდარი ვარ, კაი ხნის მკვდარი, მე თქვენ დედები... ახლა არ მცხელა, არ მინდა ამ ეტაპზე თქვენი დანახვაც კი, მტრებო ჩემო მომარიდეთ თავი, ძალიან გთხოვთ... არ მინდა არაფერი, თქვენ იყავით გმირები და ყველაფერი, ოღონდაც ახლა არა ნამდვილად, მაგრად მინდა სიცოცხლე, ისე, როგორც არასდროს.

 

მესაუბრა ერთ-ერთი თანარეჟისორი ამ ფილმის და ბოდიშები მომიხადა, გამიხარდა ძალიან, ცოტა არეულობა ყოფილა საორგანიზაციო კომიტეტში და მესმის მისი მთელი ჯგუფის სახელით მომიხადა ბოდიში კარგმა ქართველმა ბატონმა ედმონდ მინაშვილმა. თუმცა მსახიობებთან გადამღებ ჯგუფთან და რეჟისორებთან არავითარი პრეტენზია არ მქონია და ვერც მექნებოდა. ჯერ ერთი, ფილმი არ მინახავს, მეორედ და ეგენი რა შუაში არიან, ამ ეტაპზე არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია... მინდა, კარგი გამოვიდეს და წარმატებს მიაღწიოს მაგ ფილმმა, გამიხარდება ძალიან. თუმცა, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, სანამ ძალით გმირებს და მტრებს - შიდას თუ გარეთას, რამდენიმეს დედას მოუ... დასაკარგი არაფერი დამიტოვეთ, კაი ხანია მე „ტრუპი“ ვარ თქვენი ხელიდან და არა მტრის. არ მინდა არავის შევარჩინო ის ბედკრული დღე და ღამე, არც ვაპირებ. ჩემი და ჩემი ძმების დაღვრილი სისხლი არ შერჩება არავის!“ - წერს უჩა გუგუჩია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner