logo_geo
eng_logo
ლევან დოლიძე: სერგეი ლავროვის განცხადების საფუძველზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება მართებულად არ მიმაჩნია
- +

29 სექტემბერი. 2019. 12:12

 

 

„სერგეი ლავროვის განცხადების საფუძველზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება მართებულად არ მიმაჩნია“, - ამის შესახებ უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლევან დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„უცნაურია, რომ ვებრძვით რუსულ პროპაგანდას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის განცხადებას უზენაეს ჭეშმარიტებად ვიღებთ. ლეგიტიმური და საჭიროც არის, დაისვას კითხვები ამ შეხვედრის დაგეგმვისა და მიზნების შესახებ, თუმცა, სერგეი ლავროვის განცხადების საფუძველზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება მართებულად არ მიმაჩნია“, - წერს ლევან დოლიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner