logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ვაცხადებთ მზაობას, მოგვარდეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით, ყველა დონის შეხვედრები უნდა გამოვიყენოთ ამ გზაზე
- +

29 სექტემბერი. 2019. 22:29

 

 

„ორი დღეა ვუსმენ კომენტარებს საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ და დიდი სურვილი მაქვს საზოგადოებამ მეტი იცოდეს პოსტ კონფლიქტური რეკონსილიაციის მექანიზმების შესახებ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მიკვირს „ექსპერტებმა“ ხომ მაინც იციან რას ნიშნავს ეს. თუ კონფლიქტის გადაჭრას მხარეები არ აპირებენ ომით და აღიარებენ მშვიდობიან გზას, კომუნიკაცია სხვადასხვა დონეებზე აუცილებელია. ახლა ლექციას ვერ წავიკითხავ რატომ და როგორ, თუ ვინმე ძალიან დაინტერესებულია, ვიწვევ ჩემს ლექციებზე თსუ კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.

 

ასევე დიპლომატიის გურუებმა ცხადია იციან , რომ არსებობს ე.წ. დახურული დიპლომატიაც, ახლა არ მითხრათ რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე და ყველამ უნდა იცოდეს შეხვედრის ყველა ნიუანსიო. ძირითადი წითელი ხაზები არაერთგზისაა გაცხადებული ჩვენი ხელისუფლების მიერ ყველა დონეზე. ხელისუფლება ხალხის არჩეულია და მას აქვს უფლება აწარმოოს ის მოლაპარაკება, რაც საჭიროდ მიაჩნია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სკეპტიკოსები ყოველთვის და ყველგან არიან, მაგრამ ხელისუფლებას მოქმედების გარკვეული თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ასე რომ ის კი არაა მთავარი, ვისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა. მთავარია რა შედეგები მოჰყვება ასეთ თუ სხვა შეხვედრებს. მთავარია, რომ ჩვენ ვაცხადებთ მზაობას მოგვარდეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. ყველა დონის შეხვედრები უნდა გამოვიყენოთ ამ გზაზე“, - წერს მაღრაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner