logo_geo
eng_logo
თამარ მახარობლიძე: კორუფციის განსაკუთრებით სავალალო შედეგები განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, წარსულში დარჩა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 17:00

 

 

„კორუფციის განსაკუთრებით სავალალო შედეგები განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, წარსულში დარჩა“, - წერს სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში.

 

თამარ მახარობლიძე მსოფლიო ბანკის მიერ “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევის გამოქვეყნებას ეხმაურება, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია:

„ძალიან კარგი სიახლეა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი წამოწყებაა, რომლის შედეგები აღნიშნულ კვლევაში გამოისახა. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველომ ანტიკორუფციული თვალსაზრისით სერიოზულ ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზებად დემოკრატიული რეფორმების გატარებას, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენებას, გამჭვირვალობის დამკვიდრებას და სხვა ბევრს დავასახელებდი. ასევე, გამოვყოფდი სასამართლოს რეფორმას. კორუფციის განსაკუთრებით სავალალო შედეგები განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, წარსულში დარჩა“, - განაცხადა თამარ მახარობლიძემ.

 

ცნობისთვის, 2019 წლის პირველ ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

 

კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას.

 

კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა, სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელ მსოფლიოში, სამივე მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. შემაჯამებელი შეფასების 100-პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner