logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სახელმწიფოს ვულოცავ ამ წარმატებას...
- +

7 ოქტომბერი. 2019. 17:13

 

 

„სახელმწიფოს ნამდვილად ვულოცავ ამ წარმატებას...ოპონენტებს კი... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ქვეყნის დაქცევა/დანგრევას რომ ვერ ახერხებთ“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მორიგ კვლევას ეხმაურება:

 

„კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია: გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, ჰონგ კონგი და საქართველო. მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, საინტერესოა, რომ კვლევა, რომელიც 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, და რომლის თანახმად ფასდება 214 ქვეყანა, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული კი შემდეგნაირია: გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, ჰონგ კონგი, საქართველო. კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელს მსოფლიოში, სამივე მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. სახელმწიფოს ნამდვილად ვულოცავ ამ წარმატებას...ოპონენტებს კი... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ქვეყნის დაქცევა/ დანგრევას რომ ვერ ახერხებთ...“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner