logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს: ეკა ტიკარაძის პროფესიონალიზმში ეჭვი ნამდვილად არავის ეპარება
- +

11 ოქტომბერი. 2019. 16:24

 

 

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

 

აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ეკა ტიკარაძის პროფესიონალიზმში ეჭვი ნამდვილად არავის ეპარება.

 

„ზოგადად კი უნდა  იცოდეს ბატონმა მამუკამ, რომ ერთი ადამიანი, თუნდაც მინისტრი ერთპიროვნულად არ განაგებს ხალხის ფულს. პასუხისმგებელი ამ თანხებზე და ჯანდაცვის პოლიტიკაზე არის  მთელი მთავრობა და პარლამენტი, სადაც გაცილებით დიდი ექსპერტიზა და გამოცდილებაა  ამ საკითხებში დაგროვილი, ვიდრე ბატონ მამუკას და მის მოძრაობას შეუძლია ახლა ან მომავალში შემოგვთავაზოს“, -  მიიჩნევს აკაკი ზოიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner