logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: გეპატიჟებით! გურამ შარაძე და მისი მემკვიდრეობა - ყველასია, სრულიად საქართველოსი!
- +

12 ოქტომბერი. 2019. 20:05

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემო საყვარელო მეგობრებო!

 

ახლოვდება 17 ოქტომბერი. უმრავლესობამ იცით, რომ მამაჩემის დაბადების დღეა. ისიც იცით, რომ მისი დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადადის და იქ დაიდებს ბინას სამუდამოდ. გვსურდა, რომ გახსნა მამაჩემის დაბადების დღეზე მომხდარიყო, ისევე, როგორც 2017 წლის 17 ოქტომბერს გავხსენით გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, გვიწევს ცოტათი გადავწიოთ ოფიციალური პრეზენტაციის თარიღი. ობიექტური მიზეზები კი ისაა, რომ გვსურს - ყველაფერი ისეთი ხარისხით გაკეთდეს, როგორც ქართულ ემიგრაციას და გურამ შარაძის სახელს შეეფერება.

 

მოკლედ, ცოტა დაიგვიანებს, მაგრამ ერთ ისტორიულ და ულამაზეს დღეს ნამდვილად გპირდებით, სადაც, ჩემი მხრიდან, მორატორიუმს გამოვაცხადებ. ვინც მოვა, ყველას სიხარულით შევეგებები, რადგან ქართული ემიგრაცია და მისი მემკვიდრეობა, გურამ შარაძე და მისი მემკვიდრეობა - ყველასია, სრულიად საქართველოსი!

 

P.S. გურულად რომ დაგპატიჟეთ არაერთი აგვისტოს თვეში, ისინი გამიგებთ. მეგობრები და საყვარელი ადამიანები, ვინც დღე-დღეზე მელოდებოდით, ისინიც. მიყვარხართ ყველა!“ - წერს შარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner