logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: დღევანდელ დღეს გილოცავთ, ჩემო ომში დაბრძენებულო და გამობრძმედილო ძმებო!
- +

17 ოქტომბერი. 2019. 12:16

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვეტერანი ლათინური სიტყვაა და ძველ, გამოცდილ მეომარს ნიშნავს...

 

დღევანდელ დღეს გილოცავთ, ჩემო ომში დაბრძენებულო და გამობრძმედილო ძმებო!

 

პატივი და ღირსება თქვენ!

 

ვმადლი უფალს, რომ თქვენთან ერთად ბრძოლა შემაძლებინა და ბედნიერების ის წამი განმაცდევინა, საქართველოსათვის თავგანწირვა რომ ჰქვია.

 

დიდება მათ, ვინც სულთა სასუფეველში განისვენებს ვალმოხდილი!

 

დიდება თქვენც, ვინც ვალისაგან ჯერ არ გაუთავისუფლებია განგებას. თქვენთან ვარ მეც, ჯერ ვალმოუხდელი...

 

სწორედაც ამიტომ, ვემსახურები საქართველოს...“ - წერს თევზაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner