logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გაიგებარია, რატომ უკან არ გაატანეს „ევროპელ“ ხაზარაძეს ათას ხელში გამოვლილი წერილი?!
- +

23 ოქტომბერი. 2019. 01:01

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება, სადაც წერს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!“

 

კი ბატონო, გასაგებია, წლების განმავლობაში ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც სამართალდამცავ, საგამოძიებო უწყებებს, პრაქტიკულად არ ჰქონდათ არანაირი პასუხისმგებლობა და რასაც უნდოდათ, როგორც უნდოდათ, ისე აკვარახჭინებდნენ პროკურატურა და სასამართლო. ალბათ. ამ კომპლექსის გამოა, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პროკურატურა „რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეა“ და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, სკურპულოზურად ცდილობს მიუდგეს გახმაურებულ საქმეებს.

 

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც სრულიად გაუგებარია, ხაზარაძის ეპისტოლარულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, რატომ ითვალისწინებს პროკურატურა ამ თემის პოლიტიკურ სენსიტიურობას და რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!

 

ადამიანურად რომ ვთქვათ, გამოდის, რომ ხაზარაძემ უბრალოდ „მიუგდო“ მრავალტანჯული წერილი პროკურატურას და მიუხედავად ამისა, პროკურატურა ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს ათას ხელში გამოვლილი ფურცელი, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner