logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ბერასა და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით
- +

23 ოქტომბერი. 2019. 17:04

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას გამოეხმაურა.

 

„ბერასა და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც, ვინც ასე თავგამოდებული ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს. საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟის საგანი?!“ - წერს სოფო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ამაზონის ტყის ხანძართან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას 1,1მილიონი დოლარი შესწირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner