logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ნიკა გვარამიას: გუშინ „მთავარ არხს“ „GDS“-მა მოუგო, ყველაფერი თვლით არის, ბატონო ნიკა, „GDS“ ისევ გისწრებთ
- +

24 ოქტომბერი. 2019. 16:38

 

„გუშინ „მთავარ არხს“ „GDS“-მა მოუგო, ყველაფერი თვლით არის, ბ-ნო ნიკა, „GDS“ ისევ გისწრებთ“, - ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას facebook-პოსტს ეხმიანება.

 

„ნიკა გვარამიას არხის რომელიღაც გადაცემის რომელიღაც მონაკვეთი რომ გაასწრებს „რუსთავი 2“-ს რეიტინგებში, ქვეყანას აზანზარებს მისი პოსტები...გუშინაც წერდა - Glovo-ს „კურიერს“ [Apps] მეტი ხალხი უყურებს, ვიდრე „რუსთავი 2“-სო.

 

მხოლოდ ამიტომ დავინტერესდი რეიტინგებით. აი, მაგალითად, გუშინ „მთავარ არხს“ GDS-მა მოუგო [„ტელევიზიონშიკებს“ აქვთ ეს დეტალური „ჩარტები“]: „GDS “- 8.36 - გვარამიას არხი - 8.07 თბილისში - „GDS“ - 9.67, გვარამიას არხი - 7.39

 

ყველაფერი თვლით არის, ბ-ნო ნიკა, „GDS“ კი ისევ გისწრებთ.

 

P.S. ესეც საჯარო წყარო იმ მთვლელი კომპანიისგან, რომელსაც თავად ენდობა ყველაზე მეტად. 1 კვირის რეიტინგია აქ: http://www.tvmr.ge/…“ - წერს გია აბაშიძე.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, „კურიერს“ თბილისში 1%-იანი რეიტინგი აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner