logo_geo
eng_logo
ლაშა მესხი მამუკა ხაზარაძეს: ბოდიში მოუხადეთ იმ ხალხს, ვინც ამ ქვეყნიდან გააქციეთ!
- +

25 ოქტომბერი. 2019. 18:23

 

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ვიკავებდი თავს მთელი ეს პერიოდი. ვაკვირდებოდი ხაზარაძეს, როგორც პოლიტიკოსს. თუმცა ჩემთვის პირადად მან დღეს წითელი ხაზები გადაკვეთა!

 

მამუკა ხაზარაძე რომ ამბობთ, „დედები უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაშიო“, მარტო მე რაც ვიცი, სადღაც 10 ოჯახი იქნება მხოლოდ „თიბისის“ კრედიტის გამო გადახვეწილი საზღვარგარეთ! თუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ხართ, ზერელე და სადღეგრძელოების მსგავსი განცხადებების ნაცვლად ამ ხალხს, ვინც თქვენს გამოა „გადახვეწილი“, როგორც მინიმუმ ბოდიში მოუხადეთ!

არ დამიწყოთ ახლა, სესხს იღებენ და პასუხისმგებლობა და ა.შ. პროცენტულ განაკვეთებზე და ბანკის მოგებაზე მე არ დავკონკრეტდები! როცა ემიგრანტებს ეხებით, ეს წითელი ხაზია, რომელსაც თქვენ თქვენი ბიზნეს-საქმიანობიდან გამომდინარე ვერ გადაკვეთავთ!

 

ბოდიში იმ ხალხს, ვინც თქვენ გააქციეთ ამ ქვეყნიდან და არა სადღეგრძელოებს!!!“ - წერს მესხი.

 

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს, 25 ოქტომბერს მოძრაობის 12 წევრი წარადგინა და ამ წარდგენისას დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა:

 

„საქართველოში მრავალშვილიანობა ყველაზე პრესტიჟული საქმე უნდა გახდეს და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედები, ჩვენი დები უცხოეთიდან, შევუქმნათ მათ ღირსეული სამუშაო ადგილები და ღირსეული პირობები იმისთვის, რომ მათ ბევრი შვილი ჰყავდეთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner