logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია ტარიელ გელანტიას: იმ ქვეყნადაც ზვიადთან წახვედი!..
- +

27 ოქტომბერი. 2019. 12:58

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როდესაც ბატონმა ტარიელ გელანტიამ ეს ფოტო გამოაქვეყნა, მომწერა, შენ როგორც ფოტოდოკუმენტალისტმა და ეროვნული მოძრაობის არქივის მოყვარულმა, ეს ფოტოც შეინახე სახსოვრადო... მერე კი დამიკომენტარა, როცა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დამაპატიმრეს და მოგვიანებით გამათავისუფლეს (შემდგომ მისი სახლიც დაარბიეს), ნაპატიმრალი გავემგზავრე გროზნოში დევნილ პრეზიდენტთან და ეს ფოტოც მაშინ გადავიღეთო...

 

ხშირად გაგიხსენებთ! ძალიან მომაკლდება თქვენი შეხმიანება შორეული გერმანიიდან, თქვენი კომენტარები, ლაიქები-მოწონებები და სტატუსები... ორმაგად გულისტკივილია თქვენი უკანასკნელი განსასვენებელი ფრაინბურგში...

 

იმ ქვეყნადაც ზვიადთან წახვედი!“ - წერს შონია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner