logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბერა, შვილო, ძალიანაც კარგი ჰქენ, რომ 1,1 მილიონი აშშ დოლარი ამაზონის აღდგენის ფონდში გადარიცხე!
- +

27 ოქტომბერი. 2019. 14:39

 

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბერა, შვილო, ძალიანაც კარგი ჰქენ, რომ 1,1 მილიონი აშშ დოლარი ამაზონის აღდგენის ფონდში გადარიცხე!

 

აგერ, მამაშენმა 3 მილიარდი აშშ დოლარი დაახარჯა ამ ქვეყანას, მაგრამ ყვერთაოზები მაინც ლანძღავენ!

 

მახსოვს, 2013-ში დასეტყვილ მევენახეებს გადაურიცხა 80 მილიონი აშშ დოლარი, ამათ, ამ მევენახეებმა ვაზი გაჩეხეს, „მანქნები“ იყიდეს და თბილისში ჩამოვიდნენ სატაქსაოდ!

 

მეტსაც გეტყვი, ბანკებში გაშავებულ 600 ათას ადამიანს ვალი დაუფარა, მადლობა არ დასცდენია ერთსაც კი!

 

დენდროლოგიური პარკი ააშენა, ქვეყანას აჩუქა - თავისთვის უნდაო!

 

ქუთაისში გრანდიოზულ უნივერსიტეტს აშენებს - რა ფეხებად გვინდაო!

 

აბასთუმანში მაგარ სიკეთეს აკეთებს - სახალხო ქონება მიითვისაო!

 

რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

 

იმედია, ამაზონის ჯუნგლების ბინადარნი მაინც გამოხატავენ მადლიერებას!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner