logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: წყალტუბოს აღორძინება არა მოგებაზე ორიენტირებული პროექტი, არამედ უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიციაა
- +

29 ოქტომბერი. 2019. 15:12

 

 

პარლამენტარი ირაკლი მეზურნიშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ბიზნესს უნიკალური შეთავაზებით მიმართა.

 

„მინდა გამოვეხმაურო ძალიან კარგ ამბავს, რომელიც დღეს გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მზადაა წყალტუბოში არსებული 22 სასტუმრო და 9 აბანო გამოისყიდოს, შემდეგ კი მათი სრული რეაბილიტაცია ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში მოახდინოს. პარალელურად მან ქართულ ბიზნესს უნიკალური შეთავაზებით მიმართა და განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ ექსპლუატაციაში ჩაშვება, არათუ თვითღირებულებით, არამედ ფასდაკლებით გაასხვისოს აღნიშნული ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა მათ განაგრძონ წარმატებული საქმიანობა. ეს მიდგომა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ წყალტუბოს აღორძინება, არა მოგებაზე ორიენტირებული პროექტი, არამედ უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიციაა. წინასწარი გათვლით სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესში მინიმუმ 8000 ადამიანი დასაქმდება, მათი აღდგენის შემდეგ კი 600 000-800 000 ტურისტის მიღება იქნება შესაძლებელი. დიდი საქმე იწყება. წარმატება ინიციატორს“, - წერს მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner