logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელის წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს
- +

29 ოქტომბერი. 2019. 15:16

 

 

პარლამენტარი დავით მათიკაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მართლაც უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირებას გეგმავს.

 

„ახალი სიცოცხლე და უდიდესი პოტენციალი ელის წყალტუბოს და სრულიად იმერეთის რეგიონს. თავისი მასშტაბით მართლაც უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება იგეგმება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ ერთ დროს ძალიან პოპულარული, ამჟამად კი დროთა ავბედითობისა და საბიუჯეტო სახსრების უკმარისობის გამო ნახევრად მიტოვებული და გაპარტახებული კურორტის კვლავ ასაღორძინებლად: ორ ათეულზე მეტი სასტუმრო და დასასვენებელი სახლები, ათასობით სამუშაო ადგილი, აღდგენილი ინფრასტრუქტურა, უამრავი კმაყოფილი ტურისტი და რაც მთავარია: დოვლათი, რაც წარმატებული ტურისტული საქმიანობის შედეგად იქმნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თითოეული ოჯახისთვის - აი, ეს ძალიან მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც შედეგად მოჰყვება ბატონ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ გულწრფელ სურვილს, დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს მისთვის საყვარელ ქართველ ხალხს და სრულიად საქართველოს!!!“ - წერს დავით მათიკაშვილი.

 

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner