logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საშვილიშვილო საქმე - სხვანაირად რა შეიძლება ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, ააღორძინოს წყალტუბო?
- +

29 ოქტომბერი. 2019. 15:18

 

 

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

როგორც ექსპერტი წერს, წყალტუბოს, იმერეთის, საქართველოს განვითარებაში დიდი ახალი ეტაპი იწყება.

 

„სოციალური პასუხისმგებლობა, მორიგი გრანდიოზული ქველმოქმედება, საშვილიშვილო საქმე - სხვანაირად რა შეიძლება ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, ააღორძინოს წყალტუბო პირადი გამორჩენის გარეშე? ცხადია, ოპონენტები ამაში დაინახავენ „წინასაარჩევნო მოსყიდვის“ ელემენტებს, „ფეიკნიუსერი'“ გვარამიას არხი მოგვიყვება იქ „ჩერნობილის მსგავს კატასტროფაზე“ და ა.შ. მერე, მაგალითად, თუ ამ არარეპრეზენტატიულ „ენჯეოზე“ რამე კრიტიკულს იტყვი, სექტანტურად აწიწინდებიან - „თავდასხმაო“. ის კი ავიწყდებათ, რომ საქართველოში ტაბუდადებული თემები და სუბიექტები აღარ არსებობენ და ცალკეული „ენჯეო“ თუ საჯარო პირი არაა ჭეშმარიტების უტყუარი, მიუკერძოებელი წყარო.

 

მოკლედ, წყალტუბოს, იმერეთის, საქართველოს განვითარებაში დიდი ახალი ეტაპი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც გაიხსნება, დენდროლოგიური პარკიც, განახლებულ აბასთუმანსაც ვიხილავთ და კიდევ ბევრ იმედისმომცემ მოვლენას. ასევე, ვიხილავთ „ლუზერების“ კრიახს საარჩევნო უბნებთან წიოკით - არჩევნები „გაყალბდა“, კოორდინატორები სჭარბობდნენ მხარდამჭერთა მობილიზებაში. ხანდახან ჩაიხედეთ „Election Coordinator“-ის დეფინიციაში.

 

მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს გია აბაშიძე.

 

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner