logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ადასტურებს, რომ ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს და ვახორციელებთ სწორ ფისკალურ პოლიტიკას
- +

29 ოქტომბერი. 2019. 18:33

 

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როდესაც ვსაუბრობთ, რა წარმატებებს მიაღწია ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციის შემცირებისა თუ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და როგორია ამ კუთხით ჩვენი პარტნიორების შეფასებები, კიდევ ერთი პოზიტიური მაგალითია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული რეგიონული მიმოხილვა, სადაც ცალკე თავი ეთმობა საქართველოში წარმატებით განხორციელებული ფისკალური რეფორმების ანალიზს.

 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მოქნილი ფისკალური წესების საშუალებით, შეიზღუდა სახელმწიფო ვალის ზრდა და შემცირდა მთავრობის დანახარჯების მერყეობა. გაუმჯობესდა საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველო მიღწეული პროგრესის მიხედვით, უპირობო ლიდერს წარმოადგენს რეგიონში და ქვეყანა დასახელებულია როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს შეფასება, ისევე როგორც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება, ვფიქრობ, ადასტურებს რომ ჩვენ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს, ვახორციელებთ სწორ ფისკალურ პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას“, - წერს არჩვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner