logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი მეუფე პეტრეზე: მაგ ტიპმა ნახევარი საქართველო დაწყევლა და თან სრულიად ფხიზელმა
- +

1 ნოემბერი. 2019. 14:38

 

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„დოჩანაშვილის პერსონაჟი, ვასიკო კეჟერაძე ამბობს: „ცუდ სიმთვრალეს კიდევ ეშველება რამე... გლახა სიფხიზლეა ნამეტანი ცუდი!“

 

ის მარტვილელი ტიპი რომ არის, პაატა ცაავა, რატომღაც მეუფეს და მამაოს რომ ეძახიან, მაგ ტიპმა ნახევარი საქართველო დაწყევლა, სრულიად ფხიზელი იყო.

 

იმ გარეწარის ბიძამ, კაგებეშნიკმა თემურ ალასანიამ სრულიად ქართველებს დედა აგინა და ისიც არ იყო მთვრალი.

 

მაშინ არ ამტყდარა ასეთი ამბავი...

 

ვაჰ, ხანდახან როგორ მინდა ხოლმე, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა ერთი-ორი წლით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რომ მერე ბუჩქებში შემძვრალი მორალისტები დავთვალო.

 

მაგდენს რა დათვლის...“ - წერს იაკობაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner