logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კიდევ ერთი პოზიტივი, მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი იმოქმედებს უვადოდ
- +

7 ნოემბერი. 2019. 16:41

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი მთავრობის ინიციატივას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„კიდევ ერთი პოზიტივი: დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში მიწის დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა, ახალი ინიციატივის თანახმად ზოგადი წესი იმოქმედებს უვადოდ. ამ პროცედურას საჯარო რეესტრი განახორციელებს კვლავ ერთი ფანჯრის პრინციპით და 2022 წლის პირველ იანვრამდე იქნება უფასო. 2021 წლის 1 იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას“, - წერს გიორგი ვოლსკი.

 

მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განცხადება დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner