logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე: რატომ არ ვუერთდები საპროტესტო აქციას!..
- +

16 ნოემბერი. 2019. 19:55

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რატომ არ ვუერთდები საპროტესტო აქციას!

 

არ დავიწყებ ტრაფარეტული ლოზუნგით „ნაცებთან არ დავდგები“ (ნაცების გარდა სხვებიც არიან, იქ), არც „სოფლურ ფილოსოფიას“ მივმართავ - რა უნდა, რომ ვერ გაიგებ და არც მივედ, მოვედები..

 

მანამ, სანამ სათქმელს ვიტყოდე, ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას:

- ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ვინაიდან ვთვლი, რომ მაჟორიტარულმა სისტემამ, არ გაამართლა საქართველოში....არც მიზეზებს ჩამოვთვლით არ შეგაწყენთ თავს, ჩემზე კარგად ესმის საზოგადოებას თუ, რატომ?!

 

მესმის ის საფრთხეები, რომელიც ბუნებრივი ბარიერით არჩევნების, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოყვება, თან და მიმაჩნია ეს ნაჩქარევი, დაუფიქრებელი განცხადება იყო.

 

რა საფრთხეებზე საუბრობენ საერთაშორისო ექსპერტები: „ბუნებრივი ბარიერით, პროპორციული არჩევნების გზით, არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ პარლამენტში მოხვდნენ ძალიან, დაბალრეიტინგიანი პარტიები, რომლებიც „ამინდის შექმნას“ ვერ შეძლებენ, მაგრამ პრობლემებს კი, უდიდესს შექმნიან. ასეთი პარტიების არსებობა პარლამენტში კი ხელს შეუშლის, როგორც მთავრობის ჩამოყალიბებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე მძლავრი ოპოზიციის ჩამოყალიბებასაც... სრული ქაოსი...“

 

სრულად ვეთანხმები

გამოსავალ ვხედავ: - საქართველოს საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული არჩევნები, ჩატარდეს 3 %-იანი ბარიერით...

თუ ეს მოთხოვნები გაჟღერდება, ვუერთდები აქციას“, - წერს მერაბ ბლადაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner