logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში
- +

16 ნოემბერი. 2019. 21:04

 

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში. ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში -კი გმირობა. ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი! ვაჟა ექიმი- წლებია, ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით. დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს, აქ-საკუთარ მიწა-წყალზე! მუშაობს ყველა სტრუქტურა, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში“, - წერს კახა კალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner