logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: „ქართული ოცნების“ საქმეს მშვენივრად აკეთებს ნაცსექტის ორივე ფრთა
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:47

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ქართული ოცნების“ საქმეს მშვენივრად აკეთებს ნაცსექტის ორივე ფრთა:

 

გამოვლენ, იყეფებენ, ხალხს აქციისკენ მოუწოდებენ. არავინ მივა. მაინც იყეფებენ, მერე იკივლებენ, იწივლებენ, იგინებენ, იფურთხებენ და ხალხი დარწმუნდება, რომ სწორად მოიქცა, რადგან ამათ გვერდით დგომა სირცხვილია და, - ჰაიდააა, „ოცნებასაც“ მეტი რა უნდა?!

 

„ოცნება“ ხალხს ეუბნება (ან არც ეუბნება, ყველაფერი ისედაც ნათელია, ყველა ტელევიზია აშუქებს!): აი, ვინ ითხოვს, განა, ამათგან სიკეთეს უნდა მოელოდე?!

 

ხალხიც სამართლიანად ფიქრობს, რომ ნაცსექტას სიკეთე კი არა, თანამდებობები და მაძღრისად ჭამა უნდა ბიუჯეტის ხარჯზე. პლუს ცემა-ტყეპა და ციხეებში გამომწყვდევა.

 

ნაცსექტის ლიდერებიც არ იშურებენ მუქარებს: „წავართმევთ, დავიჭერთ, ციხეში ამოვალპობთ!“ ხალხსაც მაშინვე ახსენდება ნაცსექტის მმართველობის 9 წელი - წართმევა, დაჭერა, ციხეებში წამებით გარდაცვლილები!

 

პროტესტის საგანი კი მეორე ან სულაც მეასე პლანზე გადადის, რადგან ხალხს ნაცსექტისა არც პროპორციული არჩევნები უნდა და არ ოქროს კოშკები, რადგან ამ ნაცსექტამ, როცა ქვეყანაში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი იყო, ყველა არჩევნები ძალადობით ჩაატარა და არც მაჟორიტარული არჩევნები გაუუქმებია!

 

ასე კვდება კარგი იდეა, კარგი საქმე, რადგან, როცა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი წამოიწევა, ნაცსექტის ლიდერები მაშინვე იქ გაჩნდებიან, აიშვერენ სქელ ტრაკებს და ისტერიულად, წივილ-კივილით მოისაქმებენ!

 

ჰოდა, სადაც ნაცსექტის უკანალებს ხედავს, იქ ხალხი არ მიდის! არც მივა!“ -  წერს მძინარაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner