logo_geo
eng_logo
დიმიტრი სამხარაძე: „ნაცების“ ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი
- +

21 ნოემბერი. 2019. 19:40

 

„ნაცების ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.

 

„ნაცების ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი: "ოპოზიციამ 2016 წლის არჩევნებზე 400 000 ხმა მიიღო, ეს ხმები გაორმაგდა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატმა 800 000 ხმა მიიღო". სინამდვილეში ოპოზიციამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთლიანად 902 074 ხმა მიიღო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 780 680, ანუ 121 394 ხმით ნაკლები“, -  წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner