logo_geo
eng_logo
ცოტნე ზურაბიანი „გაერთიანებული ოპოზიციის“ რამდენიმე ლიდერზე: მარტივად იშიფრებით, მავნებლებო...
- +

22 ნოემბერი. 2019. 16:31

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ნაწილის ბიოგრაფიებიდან მცირე დეტალებს აქვეყნებს და წერს:

 

„ძალიან მარტივად, ძალიან გასაგებად, მხოლოდ ფაქტებით...

 

ეგრეთ წოდებული „გაერთიანებული ოპოზიციის“, რეალურად კი „ნაციონალური მოძრაობის“ „აქციებზე“ ყველაზე მეტად აქტიურობენ ელენე ხოშტარია, გრიგოლ ვაშაძე, გიგა მაქარაშვილი და შოთა დიღმელაშვილი. მათი ბიოგრაფიები კი ასე გამოიყურება:

 

ელენე ხოშტარია - დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების(!) განხრით.

 

გრიგოლ ვაშაძე - 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღებების(!) განყოფილებაში.

 

გიგა მაქარაშვილი - წლების განმავლობაში იყო რუსეთში მცხოვრები, რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენისა და პუტინთან დაახლოებული მინდია გულუას პრესსპიკერი.

 

შოთა დიღმელაშვილი - ეს ადამიანი ღიად და პირდაპირ ადანაშაულებდა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. ამონარიდი მისი ფეისბუქ-პოსტიდან:

 

„საქართველომ დაიწყო ფორსირებული შეტევა დაუმიზნებელი ორმხრივი სროლის შემდეგ, რასაც მოჰყვა რუსეთის შემოჭრა. სროლა ვინ დაიწყო პირველი, მაგას ვერავინ ვერ იტყვის, მათ შორის ვერც გამსროლი, მაგრამ ქართულმა არტილერიამ ცხინვალი დაბომბა, როცა იქ ხალხი იყო“...

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანალიზი თქვენთვის მომინდვია...

 

#მარტივადიშიფრებითმავნებლებო“, - წერს ზურაბიანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner