logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ბატონო მალხაზ, მეცოდებით, ერთადერთი ანგელოზი შვილი წამართვეს და ენა როგორ მოგიბრუნდათ, რომ...
- +

25 ნოემბერი. 2019. 15:42

 

„ბატონო მალხაზ, მეცოდებით. ერთადერთი ანგელოზი შვილი წამართვეს და ენა როგორ მოგიბრუნდათ, ასეთი სიბინძურე ამოგეშვათ პირიდან“, - ასე პასუხობს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს იმის შესახებ, რომ ბუტა რობაქიძის  მშობლები მკვდარი შვილით დღემდე ვაჭრობენ.

 

„ბუტა რობაქიძეზე დავწერ, ძალიან ცოდვაა, სასიკვდილოდ გაიმეტო ასეთი ახალგაზრდა ბიჭი და ამ ბიჭის სიკვდილი.  მისი მშობლები მკვდარი შვილით დღემდე რომ ფულებს იჯიბავენ და ვაჭრობენ, ამას მე არ ვიგონებ, ეგ ბევრისგან ნათქვამია და დამტკიცებული, ბიძინას ფულებზე მიყიდა შვილი. ახლა.  როგორც ბუტა მოკლეს უმოწყალოდ, ასევე უმოწყალოდ მოკლეს თემირლანი და რატომ ამ საკითხზე არ იღებთ ხმას, თუ ის ახალგაზრდა არ იყო და მისი მშობლები არ გამწარდნენ?“ - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

 

ია მეტრეველი მაჩალიკაშვილის ამ განცხადებას ეხმიანება და მას სიბინძურეს უწოდებს.

„მაგ სიმართლით იარეთ, ბატონო მალხაზ! მეცოდებით, ისეთი რამ იკადრეთ. ერთადერთი ანგელოზი შვილი წამართვეს, რუდუნებით გაზრდილი და ენა როგორ მოგიბრუნდათ, ასეთი სიბინძურე ამოგეშვათ პირიდან. უფალმა შეგინდოთ“, - წერს ია მეტრეველი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner