logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: გია, მოდი დავიწყოთ თავიდან, არსებობს წელიწადის 4 დრო...
- +

27 ნოემბერი. 2019. 14:15

 

„ზამთარში წყლის ჭავლის გამოყენება ძალიან ცუდი ფაქტია. არასწორია ზამთარში წყლის გამოყენება - ეს არის ამ ხელისუფლების სისუსტე. ძალა არის სამშობლოს სიყვარულში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ განაცხადა.

 

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება და გია ბარამიძეს ირონიით მიმართავს:

 

„გია, მოდი დავიწყოთ თავიდან.

 

არსებობს წელიწადის 4 დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. შემოდგომის თვეებია: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი! დაიმახსოვრე?… მოკლედ, როცა ცივა, ეგ არ ნიშნავს, რომ ზამთარია. წაი, ახლა, ჩემი ბიჭი…“ - წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner