logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: წაიკითხეთ ეს!...
- +

27 ნოემბერი. 2019. 14:33

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ზოგიერთებს 7 ნოემბრის და 26 მაისის (და კიდევ სხვა) აქციების დარბევების შეხსენება რომ „ყელში გაქვთ ამოსული“, მოდი, მაშინ ახლა ეს ამბები გაიხსენეთ და ვინც არ იცით - დღეიდან იცოდეთ!

 

აი, ამის ჩამდენი ყოფილი ხელისუფლების გვერდზე დგახართ დღეს! აი, ასე ექცეოდნენ ადამიანებს! არც სასამართლო, არც გამოძიება - ტყვია თავში, ლოდი ფეხზე და ზღვაში ეგრევე!

 

და ლოგიკა სადაა - როგორ დგახართ დღეს იმ ძალის გვერდზე, ვისი მმართველობის დროსაც ადამიანებს ასე ექცეოდნენ?.. გასაგებია, რომ ქვეყანაში არაა კარგი ვითარება, რომ ბევრი გასაპროტესტებელი დაგროვდა, მაგრამ ვის გვერდით დგახარ და აპროტესტებ - ამას ნუთუ არ აქვს მნიშვნელობა?.. დაფიქრდით და გაემიჯნეთ მაგ გველის წიწილებს!!!

 

წაიკითხეთ ეს!

 

„2008 წლის 16 აგვისტოს დათო ცინდელიანი მამასთან - ზაურ ცინდელიანთან ერთად სვანეთიდან ქუთაისისკენ მიემგზავრებოდა, სადაც დასავლეთ საქართველოს სატყეო სამმართველოს თანამშრომელთა გაერთიანებული თათბირი იყო დანიშნული.

 

ქუთაისში მამა-შვილ ცინდელიანებს კუდ-ის თანამშრომლები დახვდნენ. დათო მანქანაში ჩაისვეს და გეზი თბილისისაკენ აიღეს, მაგრამ მალევე კუდ-ის უფროსის დათა ახალაიას სატელეფონო ზარი გაისმა – მან საკუთარ ხელქვეითებს უბრძანა, მეტყევე-რეინჯერი ცინდელიანი თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაეყვანათ.

 

კუდ-ელებმა თუ კუდიანებმა ახალაიას დავალება შეასრულეს – დათო ცინდელიანი ბათუმში ჩაიყვანეს და კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რომან შამათავას მიჰგვარეს.

 

შამათავამ და მისმა ხელქვეითებმა ახალგაზრდა მეტყევე-რეინჯერი შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს, სადაც წინასწარ დაბევებული მოტორიანი ნავი ელოდებოდათ.

 

შამათავამ დათო ცინდელიანს თვალები აუხვია და ნავში ჩასვა, მერე კი თავის ერთ-ერთ თანამშრომელს უბრძანა, გამომყევიო.

 

ზღვაში ნავით სამნი გავიდნენ - შამათავა, მისი ხელქვეითი და თვალებახვეული ტყვე დათო ცინდელიანი.

 

ნაპირს დაახლოებით 4-5 კილომეტრით მოშორდნენ.

ზღვა არ ღელავდა.

არ ღელავდა ჯალათიც.

შამათავამ მშვიდად მოიმარჯვა ცეცხლსასროლი იარაღი და დათო ცინდელიანს ტყვია პირდაპირ თავში დაახალა.

 

მეტყევე-რეინჯერი იქვე გათავდა. ჯალათს მეორე გასროლა აღარ დასჭირვებია. პისტოლეტს ლულაზე აკოცა - რა კარგი ,,გატანა" გქონიაო!

 

ზღვა ისევ არ ღელავდა.

არ ღელავდა ჯალათიც.

 

შამათავამ მშვიდად აიღო რკინაბეტონის ნაჭერი, დათო ცინდელიანის გვამს თოკით ფეხზე შეაბა და...

 

ზღვიდან სანაპიროზე სამის მაგივრად მხოლოდ ორნი დაბრუნდნენ – შამათავა და მისი ხელქვეითი.

 

აი, ასე: არანაირი გამოძიება, არანაირი მტკიცებულება, არანაირი სასამართლო, მხოლოდ ცხელი ტყვია და რკინაბეტონის ნაჭერი.

 

დათო ცინდელიანის ცხედარი შავმა ზღვამ დანთქა.

ზღვა არ ღელავდა.

არ ღელავდა ჯალათიც.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცერ პაატა ქარდავას ზუგდიდში, ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და თავისივე ავტომანქანით ფოთისაკენ გაიტაცეს.

 

იდგა 2008 წლის 27 აგვისტო.

 

სულ 11 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც აფხაზეთის კუდ-ის უფროსმა რომან შამათავამ შუა ზღვაში დახვრიტა მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი.

დათოს გვამი, ალბათ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამხდარიყო წყლის ბინადართა ნადავლი.

 

ზუგდიდის ცენტრიდან გატაცებული პაატა ქარდავა, რომელსაც ხელბორკილი ედო და თვალები ახვეული ჰქონდა, სოფელ ცაიშთან „ნივის“ მარკის ავტომობილში გადასვეს და ოზურგეთისკენ გაუყენეს გზას.

 

კვალი რომ აერიათ, ქარდავას კუთვნილი ,,მერსედესი" ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში წაიყვანეს და აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან დატოვეს.

 

იმიტაცია შექმნეს, თითქოს ქარდავა, რომელსაც სეპარატისტებთან თანამშრომლობას სწამებდნენ, აფხაზეთში გაიქცა.

ზუგდიდიდან გატაცებული და დატყვევებული პაატა ქარდავა ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში რომან შამათავას გადასცეს.

 

შამათავამ ქარდავა ბათუმში წაიყვანა.

შავი ზღვის სანაპიროსთან ისევ იდგა მოტორიანი ნავი.

ისევ ის ნავი.

რომან შამათავამ პაატა ქარდავას თვალები აუხვია და ნავში ჩასვა.

ამჯერად სხვა არავინ უახლებია თან.

ზღვაში მხოლოდ ორნი გავიდნენ – ჯალათი და მსხვერპლი.

ცოტა შორს შეცურეს – ნაპირიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე.

ზღვა ოდნავ ღელავდა.

საერთოდ არ ღელავდა ჯალათი.

 

 

შამათავამ, ისევე, როგორც 11 დღის წინათ, მშვიდად მოიმარჯვა ცეცხლსასროლი იარაღი და პაატა ქარდავას ტყვია თავში დააჭედა.

მეორე გასროლა არც ახლა დასჭირვებია.

 

ნავზე ისევ იდო ბეტონის ნატეხი, რომელიც შამათავამ პაატა ქარდავას ფეხზე შეაბა და ცხედარი ზღვაში გადაუძახა.

 

კვლავ არანაირი გამოძიება, არანაირი მტკიცებულებები და არანაირი სასამართლო, ისევ ის ჯალათი, ისევ ის ნავი, ისევ ცხელი ტყვია, ისევ ისეთი ბეტონის ნატეხი და სხვა მსხვერპლი.

 

ზღვა ნელ-ნელა უმატებდა ღელვას.

ჯალათს ღელვის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

შამათავა სანაპიროსთან მარტო დაბრუნდა.

 

 

ნაციონალურ ფაშიზმს ქართველთა დასამარხად ხმელეთი აღარ ჰყოფნიდა!

ამიტომაც ნაციონალურმა ფაშიზმმა წყალქვეშა სასაფლაო გახსნა!

ზღვაში დამარხული დათო ცინდელიანისა და პაატა ქარდავას სულები სიმშვიდეს მანამდე ვერ ჰპოვებენ, სანამ მათი მკვლელი ნაციონალური ფაშიზმი არ გასამართლდება და სამუდამოდ არ დაიმარხება!

 

საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ვერ გააკეთა!

 

ეს ქართველი ერის გასაკეთებელია!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner