logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: დევიდ კრამერს ზურგს ჩემთვის უცნობი ბატონი უმაგრებდა, რომელიც, ასევე, საჩხუბრად იწევდა
- +

27 ნოემბერი. 2019. 16:24

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ დღეს დევიდ კრამერს ზურგს ჩემთვის უცნობი ბატონი უმაგრებდა, რომელიც, ასევე, საჩხუბრად იწევდა.

 

ეს ბატონი „IRI“-ს თავმჯდომარის მოადგილე რენდი შენემანია, რომელიც პარალელურად (კერძო კომპანიის ეგიდით) ლობირებს „ნაციონალურ მოძრაობას“. გია აბაშიძემ გაასაჯაროვა ეს კონტრაქტი.

 

მე სულ სხვა მომენტზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება. დევიდ კრამერიც „IRI“-ის ბორდის წევრია, რენდი შენემანი - „IRI“-ს თავმჯდომარის მოადგილე! ამავდროულად, ეს ადამიანები კერძო კომპანიების ქოლგის ქვეშ ლობირებენ სააკაშვილს და ბოკერიას. ამავდროულად, ეს ადამიანები საქართველოში ყოველწლიურად აწყობენ მაკ-კეინის ფონდის საერთაშორისო კონფერენციებს, რომელსაც სავალდებულოდ ესწრებიან საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები: პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და ა.შ. „ქართულ ოცნებას“ ვეკითხები: რამე ვალი გაქვთ დევიდ კრამერის ან რენდი შენემანის? ან გია აბაშიძეს რომ არ გამოექვეყნებინა ზემოხსენებული კონტრაქტი, თქვენ არ იცოდით, რომ ეს ხალხი „ნაცმოძრაობის“ ლობისტია? თუ იცოდით, რა გამოდის, მიდიხართ კონფერენციაზე და სააკაშვილ-ბოკერიას ლობისტებს აბარებთ ანგარიშს?!

 

სწორედ კრამერი, კურტ ვოლკერი, შენემანი და სხვა ვითომ ნეიტრალური და ამ დროს, „ნაც მოძრაობისადმი“ ფინანსურად და პოლიტიკურად მიკერძოებული „პარტნიორები“ ათეთრებდნენ წლების მანძილზე სააკაშვილსა და ბოკერიას. ახლაც იმავეს განაგრძობენ და სადაა ქართული სახელმწიფო ამ დროს?! გავიგე, რომ ყველამ ფეხზე დაიკიდა, როგორ მოექცნენ მისი ქვეყნის ვიცე-სპიკერს. კარგით, ეს აღარცაა საინტერესო, სხვა კითხვას გისვამთ: ამ ხალხის გვერდით როგორ სხდებით?! რატომ სხდებით?! რა ანგარიშს აბარებთ და რატომ აბარებთ?! უნდა დამთავრდეს ეს მონური თავდადრეკა. ვიდრე ასე გუგულებივით ისხდებით ბოკერია-სააკაშვილთან და მათ ლობისტებთან, ქვეყანაში სიმშვიდე არ იქნება!“ - წერს ინაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner